200 ათასზე ინფიცირებული და 8 ათასამდე დაღუპული - კორონავირუსი მსოფლიოში

18 მარტი 2020, 20:25 1542 ნახვა

200 ათასზე ინფიცირებული და 8 ათასამდე დაღუპული - გაზრდილი სტატისტიკის ფონზე იზრდება გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობაც, ჯამში დაავადებულთა ნახევარი ამ დროისთვის განკურნებულია.

რეკორდულად იკლებს ინფიცირების შემთხვევები ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში, ეს ქვეყნები უკვე იქცა მთელი მსოფლიოსთვის ვირუსთან ბრძოლის მაგალითად. რასაც ვერ ვიტყვით იტალიაზე, აქ კვლავ ურთულესი ვითარებაა. ქვეყანაში ბოლო ერთ დღეში გარდაცვალების 345 და ინფიცირების 3500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. საგანგებო რეჟიმზე გადავიდა კოლუმბია, ბოლივია, ბოსნია ჰერცოგოვინა და მოლდოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში