#2 და #3 პაციენტებს ტესტს, აქვთ თუ არა ისევ ვირუსი, მესამე კვირის თავზე ჩაუტარდებათ 

19 მარტი 2020, 11:57 1197 ნახვა

საქართველოში #1 პაციენტი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული საავადმყოფოდან გაწერეს, #2 და #3 პაციენტებზე კი ტესტების გაკეთებას ინფექციურ საავადმყოფოში არ ჩქარობენ. სპეციალისტების თქმით, CODIV 19-ის გამოჯანმრთელების ხანგრძლივობის ვადა შეიცვალა და ორი კვირის ნაცვლად, სამი კვირა დადგინდა. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი პაციენტის ტესტს, რომელთა გამოჯანმრთელებას ელოდებიან, კორონავირუსზე ტესტი მესამე კვირის თავზე ჩაუტარდებათ.

„გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა ზოგადად შეიცვალა, აქამდე მოცემული იყო ორი კვირა და გახანგრძლივდა სამ კვირამდე, ამიტომ აღარ ვჩქარობთ რიგით მეორე და მესამე პაციენტთან ტესტირებას და სამი კვირის თავზე ჩატარდება კორონავირუსზე ტესტი, შემდეგ კი ხელმეორედ გავუკეთებთ ანალიზს. ამიტომ ცოტა დავაგვიანეთ შემდგომი პაციენტების ტესტირება“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში