საქართველოში ადგილობრივი საკონსერვო პროდუქციის მარაგები საკმარისია - სოფლის მეურნეობის მინისტრი

19 მარტი 2020, 10:07 1135 ნახვა

საქართველოში ადგილობრივი საკონსერვო პროდუქციის მარაგები საკმარისია და გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, დეფიციტი არ შეიქმნება. - ამას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს. ლევან დავითაშვილი საკონსერვო პროდუქციის მწარმოებელ სამი მსხვილი კომპანიის  ხელმძღვანელებს შეხვდა.

მინისტრის განცხადებით, საუბარია სურსათის უზრუნველყოფის საკითხებზე, განსაკუთრებულ მექანიზმებზე და ფასების სტაბილიზაციაზე, საქმე ეხება ბურღულეულ პროდუქციას, ხორბლის ფქვილსა და ზეთს.დავითაშვილის თქმით, ქვეყანაში გვაქვს ადგილობრივი საკონსერვო პროდუქციის მარაგები და გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, დეფიციტი არ შეიქმნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში