ბულგარეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ

19 მარტი 2020, 14:36 1827 ნახვა

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ბულგარეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები უკვე დაბრუნდნენ. მათ სარფის საზღვარი გუშინ გვიან ღამით გადმოკვეთეს და ამჟამად სასტუმროში, საკარანტინო ზონაში იმყოფებიან.

ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, იმის შესახებ, თუ სად გადაჰყავდათ და რა ხანგრძლივობით, უშუალოდ საბაჟოზე მწირი ინფორმაცია მიაწოდეს.

ადგილზე მიყვანისას კი გაარკვიეს, რომ კარანტინში ორ კვირას გაატარებენ და საკვებით და სხვა პირველადი ნივთებით უზრუნველყოფილი იქნებიან.

ამავე დროს საკარანტინო წესების თანახმად, ყველა მათგანი ვალდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობა აკონტროლოს და ცვლილებების შემთხვევაში პერსონალს დაუყოვნებლივ აცნობოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში