ბათუმში პაციენტებს კორონავირუსი ისევ არ დაუდასტურდათ - ტესტების პასუხი ცნობილია

19 მარტი 2020, 17:29 7374 ნახვა

დღეს, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ 4 პირს, რომელსაც კორონა ვირუსის სიმპტომები ჰქონდათ, ანალიზების პასუხების  მიხედვით, ვირუსი არ აღმოაჩნდათ - ამი სშესახებ ინფექციურ საავადმყოფოში დაადასტურეს. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 40 პირია, აქედან ერთი გაწერილია. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ერთ პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი, ის მკურნალობს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  ბოლო კვირაში ბათუმის ინფექციურში შესული სავარაუდო პაციენტებიდან covid 19 არც ერთ პაციენს არ დაუდასტურდა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში