საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს

20 მარტი 2020, 12:40 3020 ნახვა

საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს. განცხადება პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა.

"მიღებული იქნა გადაწყვეტილება,რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ და არის დაკორდინირებული საქართველოს მთავრობასთან. ყველა ადამიანი ვინც შემოვა საქართველოში, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრებიან ისინი გადაინაცვლებენ საკარანტინე ზონაში. ისინი იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ და სპეციალური პროტოკოლის გათვალისწინებით იქნება მათ მიმართ გადაწყვეტილებებები მიღებული" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში