თუ თვლით, რომ გაქვთ საეჭვო სიმპტომები დარეკეთ ცხელი ხაზზე - ჯანდაცვის მინისტრი

20 მარტი 2020, 13:14 2146 ნახვა

თუ თქვენ თვლით, რომ გაქვთ საეჭვო სიმპტომები და გაქვთ ეჭვი, რომ შეიძლება გქონდეთ კორონავირუსი, პირველ რიგში, გამოიყენეთ ჩვენი ცხელი ხაზი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას სპეციალურ ბრიფინგზე მოუწოდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზის ნომერია 116 001,  ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზია 15 05

„მინდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგაცნოთ და ასევე მოგიწოდოთ ყველას, რომ თუ თქვენ თვლით, რომ გაქვთ საეჭვო სიმპტომები და გაქვთ ეჭვი, რომ შეიძლება გქონდეთ კორონავირუსი, პირველ რიგში, გამოიყენოთ ჩენი ცხელი ხაზი, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან, არის თუ არა ეს კავშირი საეჭვო და საჭიროებს თუ არა ჰოსპიტალიზაციას. ყოველივე ამის შემდეგ ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ როგორ მოხდება თქვენი ტრანსპორტირება ამა თუ იმ საავადმყოფოში და რა მეთოდები არის საჭირო იმისათვის, რომ თქვენი ჯანმრთელობა იყოს დაცული და ასევე იყოს დაცული ჩვენი იმ პერსონალის ჯანმრთელობა, რომლებიც ყოველდღიურად, 24 საათის რეჟიმში ზრუნავენ თქვეს ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში