საქართველო დღეიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს

21 მარტი 2020, 11:21 1414 ნახვა

დღეიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ, მთავრობასთან კოორდინაციით.

მთავრობის გადაწყვეტილებით,საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნიდან დასაბრუნებლად მხოლოდ ჩარტერული რეისები შესრულდება.  მოქალაქეებიi განურჩევლად ქვეყნის წაემომავლობისას, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და მათ მიმართ გადაწყვეტილებები არსებული პროცედურების შესაბამისად მიიღება.

ამასთან, გადაწყდა, რომ უკეთესად მართვის შესაძლებლობის მიზნით, სახმელეთო-სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან სიახლოვეს, დამატებითი საკარანტინო სივრცეები მოეწყობა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში