მოსახლეობა სურსათს შეუფერხებლად მიიღებს - ლევან დავითაშვილი

21 მარტი 2020, 12:00 1508 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის საკითხები განიხილა.

მინისტრმა ქსელური სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს გააცნო ის მექანიზმი, რომელითაც სახელმწიფო ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო ფასებს დააზღვევს.

მინისტრის თქმით, ყველა იმ იმპორტიორი კომპანიისთვის, რომელიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით მოახდენს 9 ძირითადი პროდუქტის შესყიდვას, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, გარკვეული პირობებით, სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას მოახდენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში