ტელევიზიების ანგარიშებზე  ინკასოების   მოხსნის მოთხოვნა

21 მარტი 2020, 12:06 1274 ნახვა

კოალიცია ”მედია ადვოკატირებისათვის” მთავრობას მოუწოდებს, დაუყონებლივ მოეხსნას ინკასო ტელეკომპანიებს. „ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ მაუწყებლების მიმართ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის წარმოება იყო და რჩება საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების იარაღად მედიაზე ზეწოლისათვის. დღეს კი მედიის შეუფერხებლად მუშაობა, როდესაც კოვიდ -19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აასმაგებს.– აცხადებს კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა  თქვა, რომ ტელეკომპანიებს ინკასო დაედოთ ავტომატურად და კონკრეტულად მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება  არავის მიუღია. ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილიც  გამოეხმაურა ამ საკითხს და განაცხადა, რომ  ყველა იმ სექტორმა, რომელსაც უშუალოდ შეეხო კორონავირუსის ეპიდემია, მიიღო მიზნობრივი დახმარება, ის ეკონომიკური პაკეტი, რომელიც შევთავაზეთ ბიზნესს. ამ პაკეტში კი არ იყო ტელევიზიები.

ხელისუფლებას მოუწოდებს, „ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე როგორც ყველა სხვა კომპანიას, ასევე ტელევიზიებსაც, გადაუვადოს დაგროვილი გადასახადები და მათთვის საშეღავათო პაკეტი შემოიღოს.   ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კი მიიჩნევს, რომ „ასეთი ინსტრუმენტებით მედიის საქმიანობის შეზღუდვა არის პირდაპირი დარტყმა არა მარტო  მედიაზე, არამედ საზოგადოების ინტერესზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში