არ ვეთანხმები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, გამოსავალი სწრაფი ტესტირებაა - გიორგი ვაშაძე

21 მარტი 2020, 17:00 1852 ნახვა

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ არ ეთანხმება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. გიორგი ვაშაძის განმარტებით, მან ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების გზა შეთავაზა, რაც სწრაფი ტესტების შესყიდვაში გამოხატებოდა.

"ამდენ არასწორ გადაწყვეტილებას რომ ხედავ, რომელიც გვიმძიმეს ყოველდღიურ მდგომარეობას როგორ არ ვილაპარაკო. ახლა შემომისევენ ქოცტროლებს მისთვის ყოვლთვის იცლიან და დაიწყებენ ქილიკს რაღაც საკითხებზე. პირველი არ ვეთანხმები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ერთის მხრივ ამბობენ რომ ყველაფერი კარგადაა, მეორეს მხრივ კი აცხადებენ საგანგებო მდგომარეობას. მეორე რასაც არ ვეთანხმები რომ ტესტირება არ არის პანაცია, სწრაფი ტესტი პანაციაა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოდის და ყვირის ყოველდღე, რომ ხალხნო სწრაფი ტესტირება, დიაგნოსტირება და იზოლაცია ეს არის მთავარი კომპონენტი. სამხრეთ კორეას რომ გაიძახიან სწორედ სწრაფი ტესტების დანერგვით 15 ათას ადამიანს უკეთებენ დღეში ტესტირებას. ამერიკაში და კორეაში ერთი და იგივე დღეს 20 იანვარს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ერთმა ერთი გზა აირჩია, მეორე მეორე გზა სამხრეთ კორეას არც რესტორნები დაუხურავს, არც საგანგებო გამოუცხადებია, არც ბიზნეს საქმიანობა შეწყვეტილა"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენელს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უპასუხა. თამარ გაბუნიას განმარტებით, სწრაფი ტესტი კარგი ისტრუმენტია დიდი ოდენობით ადამიანების შესამოწმებლად, თუმცა მნიშვნელოვანია სწორად და ზუსტად განვსაზღვროთ რა ტესტით ჩავატაროთ გამოკვლევა.

სწრაფი ტესტი კარგი ინსტრუმენტია დიდი რაოდენობით ადამიანების სწრაფად შესამოწმებლად, თუმცა ვიდრე ჩვენს სწორად და ზუსტად არ განვსაზღვრავთ რა ტესტით რა კონტიგენტს ვატარებთ და ვიყენებთ ამ ტესტირებას გარკვეული რისკებიც უკავშირდება რა თქმა უნდა. სწრაფი ტესტი რომელსაც სამხრეთ კორეა იყენებს ეს არის ტესტი, რომელიც ეფუძვნება ვირუსის აღმოჩენას ძალიან ადრეულ ეტაპზე ანუ განვითარებისთანავე ანალოგიურია ის თავისი მახასიათებლებით რომლებსაც ვიყენებთ დღეს ლუგარის საშუალებით. ამ ტესტებზე გლობალურად არის ძალიან დიდი კრიზისი, ჩვენ დიდი ხანია კავშირი გვაქვს სამხრეთ კორეასთან და სხვა ქვეყნებთან საიდანაც ვართ შეთანხმებული ტესტების,მოწოდების ვადებზე და რაოდენობაზე რასაც გამოვიყენებთ"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში