პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას კენჭს უყრის

21 მარტი 2020, 18:30 1411 ნახვა

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას  კენჭს  უყრიან. პროცედურის მიხედვით, დეპუტატებს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის წარმომადგენლები გააცნობენ  ბრძანებულებას, რომელსაც ხელს აწერენ როგორც პრეზიდენტი, ასევე, პრემიერ-მინისტრი. ამის შემდეგ, ქვეყანაში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

ცნობილია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს უჭერენ როგორც ქართული ოცნების, ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში