იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზე – ნინო ლომჯარია

21 მარტი 2020, 18:01 1502 ნახვა

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის, აღმსარებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა, იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც, ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი წერს.

ნინო ლომჯარიას თქმით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონი, რომელიც პანდემია-ეპიდებიემის დროს მოქმედებს, აცხადებს, რომ – საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია: არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას; შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას; დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები.

ლომჯარია ამბობს, რომ სახელმწიფო რელიგიური რიტუალების ან წესების ცვლილებას ვერ მოახდენს, თუმცა რელიგიური ორგანიზაციები არიან ვალდებულნი ამ პროცესში არ განახორციელონ იმგვარი მოქმედება, რაც ქმნის გადამდები დაავადებების  გავრცელების საფრთხეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში