საქარველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49 გახდა - შემთხვევა აჭარაში დადასტურდა

21 მარტი 2020, 18:53 2876 ნახვა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 49 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

"49-ე -პაციენტი დაემატა. ეს შემთხვევა არის აჭარაში. არსებული პაციენტების მდგომარეობა არ არის შეცვლილი . ამ 49 პაციენტში სამი არის საყურადღებო, რომელთანაც არის შესაძლებლობა მდგომარეობის გაუარესების პროგნოზულად ცუდი გამოსავალი, თუმცა საღამოს მდგომარეობა მათი თითოეულის სტაბილურია. 49 - პაციენტის ისტორია არ არის ჩემთვის ცნობილი. ჩვენ დილას მივიღეთ 14 ტეტსის პასუხი თოთხმეტივე უარყოფითი იყო,  დღეს საღამოს რვას აუღეს კიდევ პასუხები და ხვალ დილისთვის გავიგებთ მათ პასუხებს"- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტრომა მარინა ეზუგბაიამ.

კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში