ბათუმში 5 პაციენტის ანალიზის შედეგებს ელოდებიან

22 მარტი 2020, 19:59 2095 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირებული მესამე გამოჯანმრთელებული პაციენტი ინფექციური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ამის შესახებ  ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადეს. თქვეს, რომ  პაციენტი 1-დან 2 კვირამდე ვადით თვითიზოლაციაში ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების ზედამხედველობის ქვეშ იქნება.

ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული სულ 3 პაციენტია გამოჯანმრთელებული, მათგან მეორე გუშინ გაეწერა.  საქართველოში ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 3 დადასტურდა აჭარაში.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში