ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა პილოტს, რომელიც სასტუმრო ''ჰილტონში'' იმყოფებოდა - ზაალ მიქელაძე

23 მარტი 2020, 20:11 29681 ნახვა

ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა პილოტს, რომელიც სასტუმრო ''ჰილტონში'' იმყოფებოდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მან საქართველოში გამომგზავრებამდე ტესტი საკუთარ ქვეყანაში ჩააბარა, დღეს დილით კი მიიღო შეტყობინება, რომ covid-19 ჰქონდა.

უცხო ქვეყნის მოქალაქე დღეს დილით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩაუტარდა განმეორებითი ტესტი, რომელიც ასევე დადებითი აღმოჩნდა. მინისტრი ამბობს, რომ პილოტს მინიმალური კონტაქტები ჰქონდა, მხოლოდ იმ პირებთან, ვინც საკვებს აწვდიდა.  ზაალ მიქელაძის განმარტებით ის დღეს სპეციალური რეისით დატოვებს საქართველოს და მკურნალობას საკუთარ ქვეყანაში გააგრძელებს.

''დღეს აჭარაში საკარანტინო ზონაში გვყავს 1000 მეტი მოქალაქე თვითიზოლაციაში კი 100-მდე. პირველი ნიშნების დაფიქსირებისთავანე გადაგვყავს ინფექციურში. დღეს 6 იყო გადაყვანილი და სამს დაუდასტურდა. მათ შორის იყო ჩრთილოეთ ევროპის რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქე. მას თავის ქვეყანაში ჰქონდა ჩატარებული კვლევა კორონჯავირუსზე კვლევა, დღეს მიიღო შეტყობინება და გაგვაგებინა. გადავიყვანეთ ინფექციურ საავადმყოფოში და დაიწყო მოკვლევა. ის დღეს სპეციალური რეისით, გვიან რამით დაბრუნდება თავის ქვეყანაში.

თვითიზოლაციის რეჟიმში მას ჰქონდა მინიმალური კონტაქტი, თუ არ ჩავთვლით იმ მომსახურე პერსონალს რომელსაც მიჰქონდა მასთან საკვები. რადგან საეჭვო იყო გადაწყვიტა იზოლაცია. ის ბათუმში მანამდე ჩამოვიდა ვიდრე ფრენები შეწყდებოდა. აბსოლუტურად კანონიერად იყო'' - უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს.

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ორ პაციენტს დაუდასტურდა. ერთ-ერთს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და წესებს იცავდა. რაც შეეხება მესამეს ის ქვეყანაში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა და მისი კონტაქტები დგინდება.

''მეორეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ამერიკის და საქართველოს. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გადაყვანილი იყო თვითიზოლაციის რეჟიმზე. სრული მონიტორინგი ხორციელდება. ტემპერატურის დაფიქსირების შემდეგ ისიც გადაიყვანეს კლინიკაში.

მესამე რამდენიმე საათის წინ შემოვიდა ქვეყანაში. მისი მოგზაურობის ისტორიას სწავლობენ. ყველა მათგანის არის საშუალო სიმძიმის მინიმალური კლინიკით. სულ სამედიცინო დაწესებულებაში 6 პაციენტია, როგორც უკვე გითხარით ერთი მათგანი დღეს საქართველოს სპეცრეისით დატოვებს'' - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმრო ჰილტონის სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. სასტუმრო დილიდან დაკეტილია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 61 ადამიანია ინფიცირებული

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში