ახალი ამბების რეპორტიორი თეონა ხარაბაძე პოზიციის შეცვლას აპროტესტებს

23 მარტი 2020, 20:14 3162 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  ჟურნალისტს, თეონა ხარაბაძეს, დაახლოებით 1 საათის წინ ბრძანება ჩაბარდა. რომლის მიხედვითაც,  მაუწყებლის ცენტრალურ ოფისში, ბათუმში აღარ იმუშავებს. დირექტორის ბრძანების მიხედვით, თეონა ხარაბაძე 25 მარტიდან რეპორტიორის მოვალეობას ქუთაისში  განახორციელებს .  ქუთაისში ბოლო ორი წელია მაუწყებელს ბიურო აღარ აქვს, შესაბამისად არ ჰყავს არც ოპერატორი.  დოკუმენტის მიხედვით, ჟურნალისტმა ტექნიკური ჯგუფის დაკომპლექტებამდე  ოპერატორის არყოფნის განმავლობაში   მხოლოდ რადიოსა და  ვებ-მაუწყებლობისთვის  უნდა იმუშაოს. 

თეონა ხარაბაძე ხელშეკრულებაში  ცვლილებას, მისი სარედაქციო საქმიანობიდან ჩამოშორებად აფასებს. ჩვენს კოლეგას მენეჯმენტთან ერთად კითხვები აქვს მრჩეველთა საბჭოსთანაც.  იყო თუ არა  მრჩევლებთან შეთანხმება  ბიუროს შექმნა. მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. თავი შეიკავა, ასევე, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი აბაზაძემ. რაც შეეხება მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, გიგა  ჩხარტიშვილის განცხადებით,  ის არ არის მოპასუხე მხარე. მისივე თქმით, დირექტორის მიერ მიღებულ  გადაწვეტილებას  კვარტალურ ანგარიშზე გაეცნობიან. 

იმედს გამოთქვამს, რომ ყველა პროცედურა კანონის დაცვით მიმდინარეობს. ცნობისთვის, თეონა ხარაბაძე წლების განმავლობაში  საზოგადოებრივი მაუწყებლის საპარლამენტო  კორესპოდენტი იყო და პარლამენტის დედაქალაქში გადატანის პერიოდში, მან მუშაობა ბათუმში გაგრძელდა. თუმცა ხელშეკრულებაში ბათუმიც და ქუთაისიც დაუტოვეს. თეონა ხარაბაძე ბოლო პერიოდში მაუწყებელში განვითარებულ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული, ასევე მხარს უჭერდა საგაფიცვო პროცედურების დაწყებას, იგი ალტერნატიული პროფკავშირების გამგეობის ერთ-ერთი წევრია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში