საქართველოში დღეს კორონავირუსის სწრაფი ტესტების პირველ პარტიას ელოდებიან

24 მარტი 2020, 11:28 3613 ნახვა

დღეს, 24 მარტს, საქართველოში კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტების პირველ პარტიას ელოდებიან. ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის თქმით, დღეს ქვეყანა კორონავირუსის სწრაფი ტესტების პირველ პარტიას მიიღებს. მოსახლეობის შემოწმება კი 25 მარტიდან დაიწყება.

მინისტრის ინფორმაციით, ახალი ტესტები ჩინეთიდან შემოვა და დაავადებას პირველივე დღიდან გამოავლენს. ტესტები კორეელი და ამერიკელი სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე შეირჩა. ქვეყანა ტესტებს სულ 4 ეტაპად მიიღებს.

როგორც მთავრობაში განმარტავენ, ყველა მსურველი კორონავირუსის აღმომჩენი სწრაფი ტესტებით სარგებლობას ვერ შეძლებს, ტესტირება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულების მიხედვით ჩატარდება.

ჯანდაცვის მინისტრი სწრაფი ტესტების პირველ პარტიას მიღებას გასულ კვირასაც აანონსებდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. 

როგორც ცნობილია, სწრაფი ტესტებით კორონავირუსის ინფექციის გამოვლენა შესაძლებელია ინფიცირების პირველსავე დღიდან. ამჟამად კი, საქართველოში გამოყენებული ტესტები დაავადებას ადასტურებს მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ანდა დაავადების მე-8 დღიდან.

პოლიტიკური ოპონენტები ირწმუნებიან, რომ სახელმწიფომ ორი კვირით დააგვიანა სწრაფი ტესტების შემოტანა. ამაზე საუბრობენ, ექიმების გარკვეული ჯგუფიც. ამბობენ, რომ საქართველოში ყველა ტიპის ტესტის შემოტანა აუცილებელი, რომ მასობრივი გავრცელება თავიდან იყოს აცილებული. მის შემოტანაში უნდ აიყოს ჩართული კერძო კომპანიებიც, რომ მასობრივად იყოს ტესტების გამოყენების საშუალება და ვირუსის დროზე აღმოჩენა ნებისმიერი მსურველისთვის. 

ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ტესტების შემოტანა აუცილებელია, თუმცა ამბობს რომ ნებისმიერი ტესტის შემოტანა სარისკოა, მისი ხარისხის გამო. ფიქრობს, რომ ტესტირების არეალი უნდა გაიზარდოს, თუმცა ამ ტესტების გაკეთება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში