მედიკოსთა კონგრესი ბათუმში

23 სექტემბერი 2016, 00:00 3700 ნახვა

ბათუმი ოჯახის ექიმთა მეხუთე საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს - კონფერენცია შავიზღვისპირეთის ქვეყნების ოჯახის ექიმთა გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. სამი დღის განმავლობაში მედიკოსები  საოჯახო მედიცინის ძირითად მიმართულებებზე, ხშირი ავადობისა და ქრონიკული დაავადებების მკურნალობის უახლეს მეთოდებზე იმსჯელებენ.  გახსნის ცერემონიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თურქეთის საკონსულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში