მთავრობის გადაწყვეტილებით მოსწავლეებისთვის ორშაბათიდან ტელეგაკვეთილები დაიწყება

24 მარტი 2020, 13:23 2327 ნახვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მოსწავლეთა დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით გარკვეული დაბრკოლებები წარმოიშვა, რადგან მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა. მისივე განმარტებით ამ მიზნით, 30 მარტიდან ტელეგაკვეთილები დაიწყება.

"საქართველოს მასშტაბით სწავლა შეზღუდულია როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში. უმაღლესმა სასწავლებლებმა შეძლო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, თუმცა სკოლებთან მიმართებაში იყო შეფერხებები, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, 30 მარტიდან, ორშაბათიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე დაიწყება ტელეგაკვეთილები, რომლებიც ყველა კლასის მოსწავლეს საშუალებას მისცემს დისტანციურად  მიიღოს მათთვის საჭირო საგანმანათლებლო ინფორმაცია"-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში