კორონავირუსზე სწრაფ ტესტებს გამოვიყენებთ მარნეულში - ეკატერინე ტიკარაძე 

24 მარტი 2020, 15:14 1639 ნახვა

"ველოდებით სპეციალურ რეისს, რომელიც ჩინეთიდან ორი ტიპის სწრაფ ტესტებს ჩამოიტანს. ერთ-ერთი იქნება იმის მსგავსი, რომელიც უკვე საქართველოში გვაქვს და მოხდება ჩვენი მარაგების კიდევ დამატებით შევსება. მეორე ტესტი არის სწრაფი ტესტი, რომელიც პირველ და მეორე დღეს აიდენტიფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას. ჩვენი გეგმა არის შემდეგი, რომ იქ, სადაც ვთვლით, რომ ეპიდემიური აფეთქების რისკია, დავიწყებთ მოსახლეობის გამოკვლევას. ამ ეტაპზე ეს რეგიონი შერჩეულია და ეს არის მარნეულის რეგიონი, რაც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შემდეგ ეფექტს, რომ მოხდება მარნეულში არა ეპიდემიის ისე სწრაფად გავრცელება, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა ტესტის არქონის შემთხვევაში, არამედ ეს მოგვცემს საშუალებას, რეგიონში ეპიდემიის გარკვეულწილად შეკავების და მისი დინამიურობის გაკონტროლების,“ - განაცხადა მინისტრმა ბრიფინგზე. 

პაატა იმნაძის თქმით, სწრაფი ტესტები  სხვადასხვაგვარია, ზოგიერთს შეიძლება 15 და 20 წუთი დასჭირდეს პასუხის მისაღებად."კარგია მასობრივი ტესტირების დროს ეს ტესტები, ძალიან ეფექტური იქნება იმ ორ რეგიონში, სადაც ინტენსიურად ვეძებთ ინფიცირებულებს". 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში