გეგმური ოპერაციების ოთხთვიან ჭრილში გადავადება იგეგმება - ჯანდაცვის მინისტრი

24 მარტი 2020, 16:12 2615 ნახვა

გეგმიური ოპერაციების ოთხთვიან ჭრილში გადავადება იგეგმება, თუმცა ეს არ შეეხება სასწრაფო ოპერაციებს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით ეს შექმნილი ვითარებითა და კლინიკებში გაზრდილი მიმართვიანობითაა განპირობებული.

„გეგმურ ოპერაციებთან დაკავშირებით ჩვენ შევიტანეთ ცვლილება და იგეგმება ოთხთვიან ჭრილში გეგმიური ოპერაციების გადავადება. თუმცა, არ გადავადდება სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციები“ ,- აღნიშნა ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში