ბათუმში ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

24 მარტი 2020, 18:43 27437 ნახვა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით გადაყვანილი ხუთი პაციენტიდან ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ოთხი პაციენტი კლინიკაში გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის ქვეშ რჩება ხუთი ინფიცირებული. მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

უახლესი მონაცემებით ამ დროისთვის, აჭარაში კარანტინში 1500-მდე ადამიანია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში