ბათუმში იუსტიციის სახლის მუშაობა შეჩერდა

25 მარტი 2020, 10:25 3690 ნახვა

იუსტიციის სახლის 7 ფილიალსა და 20 საზოგადოებრივ ცენტრში სამუშაო პროცესი დროებით შეჩერდა - განცხადება იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა. 

მიზეზი სერვისის მისაღებად მისული თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტების გახშირებული ფაქტები გახდა.

მუშაობა შეაჩერა ბათუმის, გურჯაანის, ახალქალაქის, ყაზბეგის და რუსთავის ფილიალებმა.

ასევე, დროებით არ იმუშავებს შაშიანის, კაჭრეთის, უდაბნოს, სართიჭალის, მარტყოფის, იორმუღანლოს, კაბალის, ყაჩაღანის, ფოკას, ჩაქვის, ვალეს, ბარალეთის, კუმურდოს, წალკას, აწყურის, დმანისის, ადიგენის, სადახლოსა და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრებიც. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში