კიდევ ერთი გამოჯანმრთელებულ ქვეყანაში, მალე საავადმყოფოს მე-10 პაცინეტი დატოვებს

25 მარტი 2020, 12:28 1559 ნახვა

კიდევ ერთი გამოჯანმრთელებულ ქვეყანაში, მალე საავადმყოფოს მე - 10 პაციენტი დატოვებს. პარალელურად ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა სამით გაიზარდა და 73 ია. ახალი პაციენტიდან ერთის მოგზაურობის ისტორია საფრანგეთს უკავშირდება,  ორის კი - ამერიკის შეერთებულ შტატებს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და საყურადღებო.

ასევე მძიმე მარნეულიდან გადაყვანილი ქალის ჯანმრთელობაც, მას როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს, პნევმონიასთან ერთად სეფსისიც დაუდგინდა.

რაც შეეხება ბათუმს, აქ ამ ეტაპზე 5 დადასტურებული შემთხვევა, თუმცა გაზრდილია საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა და ის 1000 დან 1300 მდე გაიზარდა, 100 აღემატება თვითიზოლაციაში მყოფების ოდენობა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში