ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების და მოსაცდელების დეზინფექცია ყოველდღიურად მიმდინარეობს

25 მარტი 2020, 11:06 1703 ნახვა

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების და მოსაცდელების დეზინფექცია ყოველდღიურად  მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, ავტობუსებში შეიზღუდა კონტროლიორების მუშაობაც. რეგულაციები დაუწესდათ ტაქსის მძღოლებსაც.

მგზავრის გადაყვანის დროს ავტომანქანის ფანჯრები უნდა იყოს გახსნილ მდგომარეობაში. მგზავრი არ უნდა იჯდეს მძღოლის გვერდით. მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.

მერიის ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოები მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების,  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოველდღიურად  მიმდინარეობს. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში