მარნეულში მყოფი 5 ჯარისკაციდან 1 პნევმონია აქვს - ვირუსზე პასუხები ჯერ არ არის

26 მარტი 2020, 12:25 54736 ნახვა

გუშინ, 25 მარტს,  საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია დაუდგინდა, ხოლო 4 ჯარისკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცხე არ აქვთ - ამის შესახებ კლინიკის კლინიკური დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.  კორონავირუსზე კვლევა მათ დღეს ჩაუტარდებათ. 

„მოყვანილია 5 ჯარისკაცი, 4 ჯარისკაცს ტემპერატურა აღარ აქვთ. როცა მოვიდნენ წუხელ, 37 ჰქონდათ ტემპერატურა და ცოტა ყელის ტკივილი. დღეს, ამ დილას მათი მდგომარეობა კარგია. რაც შეეხება მეხუთე ჯარისკაცს მას აღმოაჩნდა პნევმონია და სხვა პალატაშია განთავსებული. ისინი საკარანტინო ზონაში შიგნით არ იყვნენ, გარეთ ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, შემდეგ წავიდნენ თავიანთ ნაწილში, იქ დაეწყოთ ტემპერატურა და იქიდან მოიყვანეს" - განაცხადა ექიმმა. 

ჯარისკაცები სამი დღის წინ მარნეულში იმყოფებოდნენ და სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ. სამხედრო პირები ვერ იხსენებენ რაიმე საეჭვო კონტაქტს მარნეულში ყოფნის დროს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში