ციმნარიძეების ოთხშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

26 მარტი 2020, 11:31 2099 ნახვა

კიდევ ერთი  სოციალურად დაუცველი ოჯახი დაგვიკავშირდა, რომელიც დახმარებას ითხოვს. თამარის დასახლებაში  ტბეთის 12 ნომერში მცხოვრები ციმნარიძეების ოთხშვილიანი ოჯახი საზოგადოების იმედად არის.

შემოსავლის გარეშე დარჩენილ  ოჯახს  ყოველთვიური სოციალური დახმარება არ  ჰყოფნის, არ აქვს საცხოვრებელი პირობები და გასათბობად შეშა. იმის მიუხედავად, რომ ციმნარიძეები უფასო სასადილოთი სარგებლობენ,  4  შვილისთვის საკვები არ არის საკმარისი.  საცხოვრებელი პირობების ამსახველი ფოტოები ოჯახმა მოგვაწოდა.

აჭარის მაუწყებელს გუშინ გოგიების ოჯახი დაგვიკავშირდა ანალოგიური პრობლემებით. ეთერში სიუჟეტის გასვლის შემდეგ  სოციალურად დაუცველ ოჯახს არა ერთი მოქალაქე და საჯარო მოხელე დაეხმარა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში