ქედის მერია სოფელში მცხოვრებლებს პროდუქტის შესაძენად ავტომობილს სთავაზობს

26 მარტი 2020, 13:10 3122 ნახვა

საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, საკოორდინაციო საბჭომ სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება აკრძალა. შეზღუდვები დიდწილად სოფლის მცხოვრებლებს შეეხო, რადგან მაღალმთიან რაიონებში მუნიციპალური ავტობუსები არ დადის, მოქალაქეებს პროდუქტების, მედიკამენტების ან აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში დაბაში ჩასვლა უჭირთ. 

დღეს, ქედის მერმა ლევან გორგილაძემ ფბ გვერდზე განცხადება გავრცელა და საკრებულოს თავმჯდომარის სახელითაც სამსახურებრივი მანქანით შესთავაზა მოქალაქეებს პროდუქტების ცენტრიდან სოფლებამდე მიტანა. 

"თუ თქვენ ცხოვრობთ სოფლად, არ გყავთ პირადი ავტომობილი და გსურთ დაბაში გადმოადგილდეთ სურსათის შესაძენად, ან და სხვა აუცილებელი საჭიროებისათვის, თქვენს თანასოფლელებთან ერთად, ერთობლივად მიმართეთ მერის წარმომადგენელს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 595084331" - წერია ფბ გვრდზე. 

მერის ირწმუნება, რომ ბოლო დღეებში, ცხელ ხაზზე ბევრმა მოქალაქემ დარეკა, რომელსაც გადაადგილების პრობლემა ჰქონდათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში