ბოლნისიდან კლინიკაში ფეხმძიმე ქალი გადაჰყავთ, რომელსაც სწრაფი ტესტით კოვიდ 19-ი დაუდასტურდა 

26 მარტი 2020, 14:25 3455 ნახვა

ბოლნისში ფეხმძიმე ქალი ახლა გადმოჰყავთ, რომელსაც კოვიდ 19-ი დაუდასტურდა - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მენეჯერმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.  

მისი თქმით, უკვე შემოვიდა კლიიკაში ინფორმაცია, რომ ფეხმძიმე ქალს პირველადი ტესტით დაუდასტურდა კოვიდ 19-ი, თუმცა მას აუცილებლად ჩაუტარდება მეორადი გამოკვლევა ლუგარის ლაბორატორიაში.  ქალი 3 კვირის ფეხმძიმეა. 

ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში ინფექცია ფეხმძიმე ქალს დაუფიქსირდა. სპეციალსტები აცხადებენ, რომ ორსულები ზოგადად არ განიხილებიან განსაკუთრებულად მაღალი რისკჯგუფის ნაწილად.  ექიმები ამბობენ, რომ ჩინეთში არსებული კვლევების მიხედვით,  კორონავირუსი დედისგან მუცლადყოფნის დროს ბავშვზე არ გადადის. 

"ფეხმძიმეების მკურნალობის გაიდლაინი არ არსებობს, გამომდინარე იქედან, რომ ორსულები ნაკლებად ინფიცირდებიან ცოტა ინფორმაციაა ამის შესხებ. თუ მაინც დაემატებათ ეს ვირუსი, ნაკლებად მძიმდებიან ისინი და  ჩვეულებრივ ხდება მათი მკურნალობა, როგორც სხვების.

რადგან ორსულები არ არიან რისკჯგუფში, არ ნიშნავს რომ უნდა გათამამდნენ ფეხმძიმეები და ნაკლები სიფრთილით მოეკიდონ შექმნილ ვითარებას.  დავრჩეთ სახლში და მაქსიმალურად მივიღოთ ბუნებრივად ვიტამინები, სწორი კვებით, ვისეირნოთ აივანზე და აუცილებელია, რომ ბოსტნეული გავრცეხოთ საპნით და ღრუბლით" - განაცადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, მანანა ცაგარეიშვილმა.  

სწრაფი ტექსტები საქართველოში ჩინეთიდან სპეცრეისით გუშნ, 25 მარტს, ჩამოვიდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სწრაფი ტესტებით უპირველესად მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას შეამოწმებენ, სადაც მკახრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს. 

26 მარტს, დღის პირველ ნახევარში,  18 000-მდე მოქალაქე შეამოწმეს და მათ კორონა ვირუსი არც ერთს დაუდასტურდა. მოქალაქეების ტესტირება გრძელდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში