ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თვითიზოლაციაშია

26 მარტი 2020, 14:10 3533 ნახვა

77 დაინფიცირებული გვყავს ამ ეტაპზე ქვეყანაში. კარანტინის რეჟიმშია 4055  ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი.გვყავს 10 გამოჯანმრთელებული. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ინფორმაციით, დღეს კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

პაციენტებს პირველი ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა, დღეს კი განმეორებით ტესტს ჩაუტარებენ.  დღეს სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი კიდევ 4 პაციენტის პასუხს ელოდებიან. დადასტურებული შემთხვევა 6-ია.  

თვითიზოლაციაში რჩება ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, მას გერმანიაში მოგზაურობის ისტორია უფიქსირდება. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1800-ზე მეტი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში