საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა

26 მარტი 2020, 22:16 4755 ნახვა

ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. 

ამჟამად საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი მკურნალობს, ერთი გამოჯანმრთელებული კლინიკას მალე დატოვებს. სამი პაციენტი კი, მკურნალობის ეტაპს გააგრძელებს.  

საქართველოში უახლესი მონაცემებით კორონავირუსის 79 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებული კი, უკვე 11 ადამიანია.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში