თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან და ბოლნისიდან დღენაკლული ახალშობილები გადაიყვანეს

27 მარტი 2020, 12:09 1306 ნახვა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, 22 კვირის ორსულის მდგომარეობა ამ ეტაპე სტაბილურია.

მისივე განმარტებით სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულია 3 ახალშობილიც, ორი მათგანი ბოლნისიდან და მარნეულიდან გადაიყვანეს.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში შემოვიდა ერთი ინფიცირებული, ორსული ქალბატონი, დაახლოებით, 22 კვირის, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, იმყოფება გინეკოლოგებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე ჩვენ კლინიაკში 3 ახალშობილიცაა მოთავსებული, მათი მდგომარება მძიმეა, თუმცა, მართვადი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში