აჭარის მაუწყებლის დირექტორმა მედიაცია შეწყვიტა - თანამშრომელთა მოთხოვნები უსაფუძვლოდ მიიჩნია

27 მარტი 2020, 12:22 14495 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა თანამშრომლების ნაწილთან მედიაცია შეწყვიტა. ინფორმაცია გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი.  ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, რომ გიორგი კოხრეიძემ ალტერნატიული პროფკავშირის მოთხოვნები  უსაფუძვლოდ მიიჩნია და ამის შესახებ პროფკავშირს წერილობით აცნობა.

საგაფიცვო პროცესი აჭარის ტელევიზიაში 2 მარტს დაიწყო,  მენეჯმენტს 10-ზე მეტი პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მივმართეთ, თუმცა დირექტორმა არც ერთი გაითვალსწინა.

მაუწყებლის ჟურნალისტებს 23 მარტიდან აქვთ გაფიცვის უფლება, თუმცა საგანგებო მდგომარეობისა და კორონავისურის გამო გაფიცვაზე უარი ვთქვით. მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გაფიცვა ამ სიტუაციაში იქნება არასწორი გადაწყვეტილება.  ასევე,  ორ თანამშრომელს სასამართლოშიც აქვს სარჩელი დირექტორის წინააღმდეგ შეტანილი.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში