კოვიდ ინფიცირებულის ახალი შემთხვევა ბათუმში - მასაც ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს

27 მარტი 2020, 12:38 2389 ნახვა

საქართველოში 27 მარტს დაფიქსირებული ორი ახალი ინფიცირებულიდან ერთი ბათუმის კლინიკაში იმყოფება, ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განუცხადა. ინფიცირებული საქართველოში 7 დღის წინ შემოვიდა და ავტომატურად საკარანტინე ზონაში განთავსდა. მას მოგზაურობის ისტორია ესპანეთსა და გერმანიაში აქვს. 

"ბოლო 24 საათის მანძილზე,საკარანტინე და თვითიზოლაციის სივრცეებიდან კლინიკაში 12 მოქალაქე გადავიყვანეთ, აქედან 11 პასუხი კოვიდ-19 უარყოფითი  მოვიდა, ხოლო  ერთს დაუდასტურდა. 27 მარტის მონაცემებით, ბათუმის ორ კლინიკაში 7 ადამიანი მკურნალობს. აქედან, 3 პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, 4 კი "მედალფა" ბათუმის კლინიკაში" - განაცხადა მინისტრმა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კოვიდ ინფიცირებული 7 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა ითვლება საშუალო სიმძიმის, მას პარალელურად სხვა ქრონიკული დაავადებებიც აქვს. დანარჩენების მდგომარეობა კი  დამაკმაყოფილებელია. 

საკარანტინე ზონიდან კვლევაზე 4 ახალი მოქალაქეა გადაყვანილი. საქართველოს მასშტაბით, სულ 81 ინფიცირებულია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში