კორონავირუსთან საბრძოლველი ფონდისთვის მარკო მატერაცი ლეგენდარულ მაისურს ყიდის

27 მარტი 2020, 17:47 2439 ნახვა

მსოფლიო ჩემპიონი და იტალიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მცველი მარკო მატერაცი იმ ლეგენდარული მაისურის გაყიდვას აპირებს, რომელიც მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში ეცვა.

იტალიაში გავრცელებული კორონავირუსის გამო მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონებმა იტალიური წითელი ჯვრის დასახმარებლად კამპანია დაიწყეს, სადაც შემოსულ თანხას სრულად ფონდს გადაურიცხავენ.

2006 წლის ფინალში ერთმანეთს იტალია და საფრანეთი შეხვდნენ. მე-7 წუთზე ფრანგთა ლიდერმა ზინდინ ზიდანმა ანგარიში თერთმეტრმეტიანიდან გახსნა. მე-19 წუთზე ანარიში მარკო მატერაციმ გაათანაბრა და შეხვედრაში დამატებითი დრო დაინიშნა. სწორედ დამატებით დროში მოხდა დიდი 110-ე წითზე მატერაციმ ფრანთა კაპიტანს ზიდანს სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენა და საპასუხოდ ზიზუსგან მკერდის არეში თავური დარტყმა მიიღო. ზინედინ ზიდანმა წითელი ბარათით დატოვა მოედანი, ხოლო იტალიელებმა თერთმეტრმეტრიანების სერიაში 5:3 იმარჯვეს და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.

ბევრი საფეხბურთო ექსპერტი და ანალიტიკოსი დღემდე საუბრობს, რომ იტალიის გაჩემპიონება დიდიწილად სწორედ მატერაცის და ზიდანის ეპიზოდმა გადაწყვიტა.

კორონავირუსთან საბრძოლველად აქციაში ჩართული არიან: ჯანლუიჯი ბუფონი, ალესანდრო ნესტა, პაოლო მალდინი, ფრანჩესკო ტოტი, ლუკა ტონი, ალესანდრო დელ პიერო, ანდერა პირლო, ანდრეა ბარძალი, ჯერნარო გატუზო და სხვა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონები.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში