#82 პაციენტი - კოვიდ 19 ქუთაისში დაფიქსირდა

27 მარტი 2020, 21:06 2218 ნახვა

 

1tv.ge-ის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

როგორც ირკვევა, აღნიშნული მოქალაქე 73 წლისაა. ის საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.

საქართველოში 27 მარტის მონაცემებით, კოვიდ 19-ის 82 ფაქტია დადასტურებული. 14 პაციენტი განიკურნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში