კორონავირუსით ინფიცირების  ორი ახალი შემთხვევა საფრანგეთსა და აშშ-ში მოგზაურობას უკავშირდება

28 მარტი 2020, 18:12 1724 ნახვა

ბათუმში კლინიკა „მედალფაში“  საკარანტინო ზონიდან საეჭვო სიმპტომებით 6 ადამიანია  შეყვანილი.  ანალიზის პასუხები  დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ამავე კლინიკაში  მოთავსებული 70 წლის ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა იგი  მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ასაკოვან კაცს  აშშ-ში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საშუალოდ მძიმეა შუახნის  ქალის  ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ჯამში აჭარაში  7 პაციენტია ინფიცირებული. რაც შეეხება თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კოვიდ 19-ით ინფიცირებული ორსულ ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და რაიმე კლინიკური გამოვლინებები არ აღენიშნება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა. ეკონომიკის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით მათ შორის  16 ადამიანი გამოჯანმრთელდა , თუმცა stop.cov.ge-ზე  მონაცემები ჯერ არ შეცვლილა და ისევ 14 გამოჯანმრთელებულს აჩვენებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში