ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 2 პაციენტის პასუხს ელოდებიან

29 მარტი 2020, 10:52 1788 ნახვა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის საეჭვო სიმპტომების მქონდე 2 პაციენტს აკვირდებიან. ისინი კლინიკაში საკარანტინე ზონიდან შეიყვანეს. პასუხები დღის ბოლოს იქნება ცნობილი. 

ბათუმის ინფექციურში  მკურნალობას კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ამ დრომდე 3 პაციენტი გადის, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 4 ინფიცირებულია კლინიკა "მედალფაში".

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში