დე-ფაქტო მთავრობამ გალის რაიონში კომენდანტის საათი გამოაცხადა

29 მარტი 2020, 11:05 1537 ნახვა

კოვიდ-19-თან დაკავშირებით აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ გალის რაიონში კომენდანტის საათი გამოაცხადა - მოსახლეობას ღამის 12-დან დილის 6 საათამდე გამოსვლა აეკრძალა. ამ ბრძანებას ხელ აწერს გალის დე- ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

დოკუმენტი გალის დე ფაქტო ადმინისტრაციამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა. 27 მარტს, აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 20 აპრილამდე გაგრძელდება. რაც შეეხება გამშვებ პუნქტებს - ჩაკეტილია მხოლოდ ენგურის ხიდი. რუსეთთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტი „ფსოუ“ თავდაპირველად ღია დატოვეს, თუმცა 28 მარტს რუსეთთანაც ჩაიკეტა საზღვარი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში