სამეგრელოში საპოლიციო კონტროლი გამკაცრდა - რეგიონში ბლოკპოსტები განთავსდება

29 მარტი 2020, 14:26 1317 ნახვა

მარნეულისა და ბოლნისი შემდეგ, საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, პანდემიის გამო სამეგრელოში მკაცრდება - ამის შესახებ განცხადება საკორდინაციო საბჭოს სპიკერმა გააკეთა.

''სამეგრელოს რეგიონის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. ეს არის ერთადერთი დამატება უკვე მოქმედ შეზღუდვებზე. რეგიონის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში დამატებითი ბლოკპოსტები განთავსდება. გაძლიერებული საპოლიციო ძალები მკაცრად გააკონტროლებენ ავტომობილით გადაადგილებას. ამაში იგულისხმება ერთ ავტომობილში არაუმეტეს სამი ადამიანის ყოფნა - მძღოლი და ორი პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ.

ამავდროულად, პოლიცია განახორციელებს პატრულირებას მთელი რეგიონის მასშტაბით, რათა ეს წესი ყველგან იყოს დაცული.გარდა ამისა, მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები, რათა მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვის დაცვა'' - ირაკლი ჩიქოვანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში