ბლოკპოსტები მუნიცაპალიტეტების მისადგომებთან და მობილიზებული პოლიცია სამეგრელოში

29 მარტი 2020, 17:59 1877 ნახვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდება. ფოთის შესასვლელ-გასასვლელში საპოლიციო ბლოკ-პოსტები განთავსდა.მობილური ჯგუფები,  მოსახლეობას მკაცრად გააკონტროლებენ ზუგდიდში, აიკრძალა  საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.  პოლიცია ყველა იმ მანქანას გააჩერებს, სადაც 3 ადამიანზე მეტი იქნება.

  ასევე, მგზავრებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ პირბადეები.ზუგდიდში კოვიდ 19-ი 1 ადამიანს აქვს დადასტურებული. ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის თქმით ,  ზუგდიდში მყოფი ინფიცირებული თვითიზოლაციაში იმყოფებოდა,  ვერ დავრჩებით იმის იმედად, რომ ყველა მისი გადაადგილება, რომელიც მას თურქეთიდან სახლამდე ჰქონდა, არის უსაფრთხო.

მის ყველა კონტაქტს ჰქონდა კონტაქტი, მაქსიმალურად გვინდა მივიღოთ ის ზომები, რომ შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება“, – აცხადებს ალექსანდრე მოწერილია.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში