თურქეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ღამე ავტობუსებში გაატარეს

30 მარტი 2020, 10:09 1980 ნახვა

სტამბოლში, აქსარაის ავტოსადგურში  მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა,  რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდნენ, გასული ღამე ავტობუსებში გაათენეს. ისინი საქართველოში დაბრუნებას, სავარაუდოდ, დღეს შეძლებენ.

საბაჟოდან კი საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსმა ერთჯერადი ნებართვა უნდა მიიღოს. 

საბუთის გადაცემა დღეს იქნება შესაძლებელი. ერთ-ერთი მგზავრის ინფორმაციით, პრობლემა საქართველოს 54 მოქალაქეს შეექმნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში