ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - ანალიზის პასუხი უარყოფითია

30 მარტი 2020, 11:22 2530 ნახვა

ბათუმში საეჭვო სიმპტომების მქონე ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ისინი საეჭვო სიმპტომების გამო, ბათუმის საკარანტინო სივრციდან კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. 

დღეს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან კიდევ 5 მოქალაქე შეიყვანეს. მათ ანალიზები აუღეს და ნაცხის პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულებს,  შვიდივე მათგანი კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს. მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

საეჭვო შემთხვევების დროს პაციენტებს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ, ხოლო კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში პაციენტები მკურნალობას „მედალფაში“ გააგრძელებენ. 

ამ ეტაპზე აჭარაში, საკარანტინო ზონაში 2000 მოქალაქე რჩება. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში