საქართველოში COVID-19 კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა 

30 მარტი 2020, 11:29 2058 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა -  ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. 

მათ შორის 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში - 4978 მოქალაქე რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  კი 266.

დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ ახალი კორონავირუსი 6 პაციენტს დაუდასტურდა. მათ შორის 4 გორის საავადმყოფოში, 2 კი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში