თურქეთის 14 ქალაქში კარანტინი გამოცხადდა 

30 მარტი 2020, 15:03 5047 ნახვა

თურქეთში საქართველოს ელჩი, საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.​ გიორგი ჯანჯღავა წერს, რომ ​კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში თურქეთის 14 ქალაქში კარანტინი გამოაცხადეს.

''რიზე, ვანი, იოზგათი, მალათია, თუნჯელი, ართვინი, გუმუშჰანე, ქუთაჰია, ჩანქირი, სივასი, გირესუნი, ჩანაქქალე, ჩორუმი და დუზჯე,” - ეს ის ქალაქებია, სადაც თურქეთის ხელისუფლებამ კარანტინი გამოაცხადა. 

აღნიშნულ ქალაქებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სპეციალური ცნობის წარდგენის შემთხვევაში სამშობლოში დაბრუნდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში