31 მარტიდან ბათუმში მუნიციპალური ავტობუსებიც აღარ იმოძრავებს - საყოველთაო კარანტინი

30 მარტი 2020, 17:22 8123 ნახვა

"სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიიღეს. შეზღუდვები ხვალიდან შევა ძალაში. 

ასევე, იკრძალება 21 საათიდან ქუჩაში გამოსვლა, როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ასევე ავტოტრანსპორტის მძღოლებისთვის

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში