780 თანამშრომელი იცხოვრებს საპატიმროს ტერიტორიაზე და ისინი სახლში არ წავლენ - თეა წულუკიანი 

30 მარტი 2020, 18:04 1645 ნახვა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, უკვე შერჩრეულია 780 თანამშრომელი, რომლებიც საპატიმროებში დარჩბიან და მომდევნო კვირის განმავლობაში სახლშიწაუსვლელად იმუშავებენ. ესენი ინსპეტორ-კონტროლიორები ​არიან. 

''საქართველოს საპატიმროებიც გადადის მართვის ახალ მოდელზე. შერჩეული იქნა 780 თანამშრომელი, რომლებიც გუშინ გამოცხადდნენ სამსახურში და ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში არარა წავლენ შინ. ისინი ინსპეტორ-კონტროლიორები არიან, რომლებიც პატიმრების უსაფრთხოებას იცავენ. ადმინისტრაციის თანამშრომლებს არ ეხებათ ეს. მათ პატიმრებთან შეხება არ აქვთ. 

ისინი იცხოვრებენ საპატიმროების შენობებში. ამ ტერიტორიას არ დატოვებენ. იმისათვის, რომ პატიმრებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ გარედან ვინმე მოახდენს ვირუსის შიგნით შეტანას. ეს არის უჩვეულო ნაბიჯი. მინდა ამ 780 ადამინს ვუთხრა მადლობა, რადგან მიიღეს გადაწყვეტილება დატოვონ ოჯახები და აქ იცხოვრონ. ისინი ორ ჯგუფად 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ'' - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში