ბათუმში, საკონტროლო პუნქტებზე მოქალაქეებს და ავტომობილებს ამოწმებენ 

31 მარტი 2020, 09:55 7154 ნახვა

პრემიერი მინისტრის ბრძანებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

ბათ შორის არის ბათუმიც, სადაც საყოველთაო კარანტინის პირველ დღეს პუნქტები უკვე მზად არის. 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და პროცესებს აკონტროლებენ. 

ერთ-ერთი ასეთი საგუშაგო თამარის დასახლებაშია, მეორე კი ხელვაჩაურში მოეწყო. პოლიცია ძირითადად ავტომანქანებში მგზავრთა რაოდენობას ამოწმებს. ახალი განკარგულებით მანქანაში მხოლოდ სამი ადამიანი უნდა იყოს, აქედან ორი უკანა სავარძელში უნდა იჯდეს, მინები კი ჩამოწეული უნდა იყოს. სამივე პირს უნდა ეკეთოს პირბადე. 

ქალაქში შემოსულ მგზავრებს ასევე ტემპერატურას გაუსინჯავენ და საეჭვო შემთხვევის დროს კლინიკაში გადაიყვანენ. 

პრემიერი განკარგულებით მსგავსი პუნქტები სულ 7 ქალაქის: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში მოეწყო. 

21 00 საათიდან იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება, დილის 6 საათამდე. 

ასევე სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში