საქართველოს მოქალაქეები თურქეთიდან გამომგზავრებას მესამე დღეა ვერ ახერხებენ

31 მარტი 2020, 14:46 1932 ნახვა

თურქეთში მყოფი ემიგრანტების ნაწილი მესამე დღეა საქართველოში გამომგზავრების მოლოდინშია, 5 ავტობუსი 180 მგზავრით გუშინ წამოვიდა საქართველოში, ხოლო ისინი ვინც აქსარაის ავტოსადგურში იმყოფებიან დოკუმენტაციას ხელახლა ამზადებენ და ადგილობრივ მერიაში უნდა წარადგინონ, 30- მდე მგზავრმა სტამბოლში დაბრუნების შემდეგ, ღამე ავტობუსებში გაათია, შემდეგ კი ისინი საქართველოს საკონსულომ ისინი სასტუმროებში გადაანაწილა.

მგზავრების ჩამოსვლა სტამბოლის მერიის მიერ გაცემულ ნებართვაზეა დამოკიდებული, სადგურში ამ მომენტისთვის ხუთი ავტობუსია საქართველოს მიმართულებით და კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების გამკაცრების შემდეგ, თითო ავტობუსში მხოლოდ 27 ადამიანის მოთავსება შეიძლება. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში